და აი წამიერი ბედნიერება . რომელიც უდიდესი და ისეთი ღმა მწუხარებით და სევდით არის სავსე რომელიც შეუძლებელია რომ სიტყვებით აღწერო . იმიტომ რომ ამ ყველაფერს ბედნიებეა წონის , რადგან სწორედ ბედნიერების ნაწილია სევდაც . რადგან არანაირი ბედნიერება  არარსებობს უბედურებისა თუ სევდის გარეშე . ამაში უკვე დავრწმუნდი სრულიად, და ეჭვიც არ მეპარება რომ ყოველ აღმართს დაღმართი მოყვება და პიირიქით .  ყოველი შემთხვევიდან არის გამოსავალი და ამ გამოსავლის ძიება არამხოლოდ ჩვენი სურვილია , არამედ ვალდებულებაც . ჩვენ თუ არ ვეძიეთ გამოსავალი ჩვენ თავში სხვა ვერავინ, თვით მამა ზეციერიც კი ვერ შეძლებს გონების გასხივოსნებას .

მადლობელი ვარ რომ მყავს გარშემო ისეთი ადამიანები რომლებზეც შემიძლია ჩემი მთელი ცხოვრება დავაფუძნო . ყველანაირი ყოყომანის გარეშე , იმიტომ რომ ევი არ შემეპარება რომ ისინი სწორათ წარმართავენ მას . ნებისმიერი ჩემი გადაწყვეტილება მათზეა დამოკიდებული . შეიძლება პირდაპირი არ იყოს ეს საქციელი მაგრამ . ირიბად შეიძლება ნამდვილად საერთოს პოვნა , რადგან მათი საქციელის , შეფასებების , რჩევების საფუძველზე ვიზრდები , ვყალიბდები ადამიანად , ყველაზე ნათელი მაგალი თ ზუსტად ეს არის , რასაც ახლა ვაკეთებ , უბრალოდ რომ ვწერ.     ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ამან .. რადგან როდესაც გამოსავალს ვერ ვხედა ვ ყოველთვის ვცდილობ რომ დავწერო . არ აქვს მნიშვნელობა როდის სად და როგორ ვიზავ ამას . აშკარად შველის რადგან გამვცადე უკვე ეს .   და როგორც ჩემი ანანო იტყოდა ერთერთ დალევის დროს დდ მე ვწერ იმიტომ რომ თქვენ არ მყავხართ ახლოს . და მე არ ვწერ იმიტომ რომ დაწერის მიზეზი არ მაქვს . რადგან ყველაფერი ხდება ისე როგორც უნდა მოხდეს და არ ხდება ისე როგორც არ უნდა მოხდეს . და თუ რამე ისე მოხდა როგორც არ უნდა მომხდარიყო მე დავწერ , რომ მოხდეს ისე როგორც უნდა მოხდეს.

და სწორედ ეს წამიერი ბედნიერებბა , რომელთა გაერთიანებით იქმნებ ა ჩვენი ცხოვრება . ყოველდღიურობით რომლებზეც ჩვენ ვაგებთ ჩვენს მთელ ცხოვრებას , რომელთა გარეშეც არ ვარსებობთ . და რომ ვიარსებოთ არვიქნებით ისინი ვინც ვართ ახლა. ვიქნებით ის პიროვნებები რომლებიც თავს ნებისმიერ პიროვნებად ასაღებენ რათა მიიღონ ის ბედნიერება რომლეთაც ჩვენ ცხოვრება უსასყიდლოდ გვაძლევს .  არ უნდა დავუშვათ ეს . ყოველი ბედნიერი წამი მაცოცხლებს თუნდაც ახლა , რადგან რამდენიმე დღის წინ ეს ყველაფერი პირიქით იყო . მაგრამ ფიქრის, წერის , საუბარის , აზროვნების წყალობით იბრუნებ იმ ღირებულებებს რომლლებზეც რაღაც მიზეზის გამო უარს ამბობ . მაგრამ ახლა იმას არ უარვყოფ რასაც სხვა განწყობის დროს ვფიქრობ . არანაირად . ესვარ რაც ვარ . მორჩა. სხვა ყველაფერი უკან რჩება . ვრჩები მხოლოდ მე . ჩემს თავთან . და ვარ ის რაც ვარ .  სხვა არავინ .

კლავს ,   ეგ გრძნობა კლავს . შნაგანად გრღნის და განადგურებს , ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს წყალში იძირები და მშველელი არავინ გყავს , ხელ-ფეხ შეკრული ხარ და უმძიმესი ლოდი გაქვს გამობმული . იძირები , არ გფყოფნის ჰაერი ,  ყველანაირად ცდილობ გათავისუფლდე მაგრამ რეალობა საწინააღმდეგოს გპასუხობს . ისეთი შეგრძნებაა გაქვს თითქოს გმარრხავენ ცოცხლად გმარხავენ . ყვირილის ძალაც აღარ გაქვს

ჰაერი ნელნელა გაკლდება

არ გყოფნის

ნებისმიერი გამოძრავება მტკიივნეულია

დასერილი გაქვს სხეულის თითოეული წერტილი , ნაწილი

დასახიჩრებული გაქვს გრძნობა

გონება

არსებობის სურვილის ბოლო აღმოფხვრა

როგორც

ორგაზმის შედეგად ყველანაირი ძალა გამოცლილი

გდიხარ

მხოლოდ

იმაზე ფიქორბ რომ

მოწყდე ყველაფერს

და დაიძინო

დაიძინო ისე რომ

აღარასდროს გაიღვიძო

გეძინოს კაცობრიობის დასასრულამდე

 

ერთხელ მოვისმინე რომ , სიკვდილი მხოლოდ ფიზიკური გაქრობა არ არის . შეიძლება არსებობდე , მაგრამ შინაგანად მოკვდე.  ისე მოკვდე რომ აღარაფერი დაგრჩეს გასაცემი , და ისე დაუძლურდე,  რომ ვერაფერი მიიღო  . არც ადგილი , არც ძალა , არც ენერგია და სურვილი შეგრჩეს. არსებობდე და იყო მკვდარი ერთდროულად , თეორიულად ეს ხომ შეუძლებელია . მაგრამ რეალობაში უამრავი მმკვდარი ადამიანი არსებობს  დედამიწაზე . მეც მათ რიგებში ვითვლები .  ამას იმიტომ ვამბობ რომ ბევრ ადამიანს ვატკინე გული , ისეთ ადამიანებს რომლებიც ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის. მათთვის გულის ტკენა იგივეს ნიშნავს ჩემთვისაც.  და თითოეულ ჯერზე მათი განაწყენება მანადგურებს . სულიერად მშლის .   ეს იმიტომ რომ ვერ ვაფასებ იმას რაც მაქვს . მივილტვი რაღაც უაზრობისკენ რაც საერთოდ არ მჭირდება . სწორედ ამიტომ ვთვლი თავს მკვდარ პიროვნებად . ცოტა უცნაური ნათქვამია მაგრამ ზუსტად  რომ შესაფერისი . მკითხველო ალბათ ფიქრობ რომ უაზროდ დეპრესიული პიროვნება წერს ამ სიტყვებს . მაგრამ სულაც არა , როგორც კი შეიძლება ყველანაირად ვცდილობ სიამოვნება მივიღო ამ ცხოვრებისგან , (ვცდილობდი)  . მაგრამ ამ სიამოვნების მიღება ძვირად მიჯდება , ჩემი ადამიანები ნდობას კარგავენ ჩემს მიმართ . ვკარგავ ყველაფრის სურვილს, უბრალოდ მინდება რომ რაიმე სენი შემეყაროს  ნელა  დავიტანჯო და ყველა ჩემს მიერ განაწყენებული ადამიანი იქ იყოს . მინდა რომ შემომხედონ და გაიგონ რას ნიშნავს სულიერი და ფიზიკური ტანჯვა . ორივე სიკვდილით მთავრდება და უნდა ნახონ აუცილებლად ეს უნდა გაიგონ . რომ ზოგჯერ პიროვნების სულიერად სიკვდილი მეტად მძიემა ვიდე ფიზიკური . ამ უკანასკნელის შემთხვევაში წამიერია ტკივილი . ხოლო სიცოცხლეში სიკვდილი …………… ეს ყველაზე დიდი , ჯოჯოხეთური ტანჯვაა რაც კი შეიძლება არსებობდეს .

000

და აი ასე , წამიერად ჩაიარა მთელმა ცხოვრებამ თვალწინ . ყოველმე სიხარულმა თუ გულისწყენამ , რომელიც აღარც კი მახსოვდა- ხელმეორედ გაიარა ჩემი გული . მაგრამ ისე ღრმად ჩაეფლო თითოეული მათგანი ,რომ  ასე მგონია  ტვინი გამომირეცხეს ან ხანგრძლივი ამნეზია დამემართა .   და აი ყოველ მის დანახვაზე ამ ყველაფერს განვიცდი , თითქოს თავიდან ვიბადები და და ვყალიბდები პიროვნებად , ეს კი მხოლოდ მისთვის ხდება . იგი ისეთი სათუთი და წმინდაა ,  რომ არ ვარ მისი ღირსი  , სწორედ ახალშობილივით უდანაშაულო , სათუთი , უბოროტო ადამიანი უნდა იყოს მის გვერდით დგომის ღირსი . მე კი უკვე წლებია ვცდილობ მისთვის დავიბადო და თავიდან ჩამოვყალიბდე ისეთ ადამიანად რონ მისი ღირსი გავხდე . მაგრამ ეს ალბათ არასდროს მოხდება  . რადგან როგორც უკვე ვთქვი ყოველ დაბადებას  ნებისმიერი ნიუანსის გახსენება უძღვის წინ რაც არ მავიწყებს ჩემ საკუთარ მეს  . და თავს ვერ ვაძლევ უფლებას ყოველი მისი ღიმილით დავიწყო . ეს ზედმეტი ფუფუნება იქნება ჩემთვის .